logo_geo
მესტიაში ძმამ ძმა მოკლა
- +

21 ოქტომბერი. 2019. 13:40

 

მესტიაში, სოფელ ცხუმარში ძმამ ცივი იარაღით ძმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოკლული მამაკაცი პედაგოგი იყო.

 

დანაშაულის იარაღი ამოღებულია. ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი