logo_geo
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადმიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
- +

23 ოქტომბერი. 2019. 15:20

 

 

​ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ნაწულუკუს მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

 

ერთმანეთს საპირისპიროდ მიმავალი „ოპელისა“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, „ოპელის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

big_banner
არქივი