logo_geo
გიორგი ვოლსკი: კიდევ ცოტა რამ პოზიტიური ტენდენციების შესახებ, რაც ნაკლებად ან საერთოდ არ შუქდება
- +

28 თებერვალი. 2017. 13:35


 

 

„კიდევ ცოტა რამ პოზიტიური ტენდენციების შესახებ, რაც ნაკლებად ან საერთოდ არ შუქდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი წერს.


„- აშშ კონგრესმენთა ორპარტიული დელეგაცია საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. მზადყოფნა გამოთქვეს, განაგრძონ საქართველოს აქტიური მხარდაჭერა.

 

- შპს „ვაზი 1"-მა თელავის რაიონის სოფელ ჯუღაანში 11.77 ჰექტარზე კაკლის ბაღი გააშენა. კომპანიამ პროგრამა „დანერგე მომავალის" ფარგლებში ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 57 801 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.


- „დანერგე მომავალის" ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 1 005.13 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 4 212 696 ლარი.

 

- ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 017.57 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 14,4 მილიონ ლარს აღემატება.

 

- ფოთში, მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია იწყება, რისთვისაც 760 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით, შიდა საკანალიზაციო ქსელი 35 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდება. მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია ქალაქში ბოლო 30 წლის მანძილზე არ განხორციელებულა.

 

- აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა, 2017 წლის იანვარში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 2 მილიონი დოლარია. წინა წელს მიღებული შემოსავალი კი 577 ათასს დოლარს შეადგენდა. საექსპორტო კალათაში მსუბუქი ავტომობილები მეოთხე ადგილზეა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა 2017 წლის იანვარში ჯამში, 10.8 მლნ აშშ დოლარი იყო.

 

- სოფელ ქვილიშორში სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 350 ათასი ლარით დაფინანსდა. მოგვარდა წლების განმავლობაში უწყლოდ დარჩენილი 160 ოჯახისთვის სასმელი წყლის მოწოდების პრობლემა.

 

- ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლის მშენებლობა შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოები ჩუღურეთის გამგეობამ 239 371 ლარით დააფინანსა, 2017 წლის ბოლოსთვის ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლების მოწყობა 21 მისამართზე დასრულდება", - ნათქვამია ვოლსკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





 

big_banner
არქივი