logo_geo
ჯარჯი წიკლაური: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ უსაფუძვლოდ ჩაშალა დაკითხვის პროცესი
- +

28 თებერვალი. 2017. 16:49



პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმ, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზის დასაკითხად პროკურატურაში იმყოფებოდა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელია და მან უსაფუძვლოდ ჩაშალა დაკითხვის პროცესი.


წიკლაურის განცხადებით, პროკურატურამ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელშიც წერია, რომ ექიმებმა ორჯერ გასინჯეს ბრალდებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმაშია.


„ჯანმრთელობის მდგომარეობის საბაბით მოხდა ამ დაკითხვის ჩაშლა. ჩვენ შევადგინეთ ოქმი, რომელზეც ექიმებს აქვთ ხელი მოწერილი. ისინი ამბობენ, რომ სრულიად შესაძლებელია, მამალაძემ მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით და მიზეზებით ჩაშალა დაკითხვის პროცესი", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.




 

big_banner
არქივი