logo_geo
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი სავარაუდოდ 74 წლამდე მამაკაცია
- +

27 ოქტომბერი. 2019. 20:43

 

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე სამაშველო და პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული. გარდაცვლილი სავარაუდოდ 74 წლამდე მამაკაცია.

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპოვნია მამაკაცის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი. აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი რეაგირების შედეგად განხორციელდა წყალზე საძიებო სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს დანაყოფები. უმოკლეს დროში ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი, საშუალო წლოვანების. ცხედარი ამოყვანილ იქნა ნაპირზე“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან საუბრისას წყალზე რეაგირების სამმართველოს უფროსი დავით გელაშვილი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი