logo_geo
ქუთაისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა
- +

28 ოქტომბერი. 2019. 13:19

 

ქუთაისში სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე გუშინ მოხდა.

 

მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

 

სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

როგორც ის განმარტავს, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც დავალებული არ ჰქონდა, ასევე, არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი.

 

დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე სამუშაოდ ერთი კვირის მისული იყო.

 

მენეჯერის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია „თ მ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი