ქობულეთში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, შემთხვევის შედეგად დაღუპულები მე-12 კლასის მოსწავლეები, ანდრია შევარდნაძე და ჯემალ გორჯელაძე არიან. ავტომობილში სულ 6 არასრულწლოვანი იჯდა, დაშავებულების ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 6 სკოლის მოსწავლე მე-4 გაკვეთილის შემდეგ სკოლიდან წავიდა. შემთხვევა სკოლიდან 300 მეტრში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.