logo_geo
ვახტანგ გომელაური: კიბერდანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება - დაწყებული აშშ-დან, ბრიტანეთში, ევროპული ქვეყნებში
- +

30 ოქტომბერი. 2019. 12:56

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რამდენიმე დღის წინ ქართულ ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

„ეს ყველა ქვეყანაში ხდება - დაწყებული აშშ-დან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა.

 

იყო, რა თქმა უნდა, შეტევა და მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად. ასევე, ჩვენი პარტნიორები არიან ჩართული, საზღვარგარეთიდან მეგობრები და ვფიქრობთ, რომ გავალთ ბოლოში.

 

მე ტერმინოლოგიით არ შემიძლია ვილაპარაკო. ყველას პასუხისმგებლობაა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ვმუშაობთ ამ თემაზე და ჯერჯერობით, სანამ არ დამთავრდება გამოძიება, ვერ გეტყვით. ის, რომ დაცული იყო თუ არა, ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებგვერდებს ტეხენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

big_banner
არქივი