logo_geo
ვახტანგ გომელაური: შეხვედრა, რომელზეც მეუფე იაკობი საუბრობს, არ შემდგარა
- +

31 ოქტომბერი. 2019. 02:38

 

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შეხვედრა, რომელზეც მეუფე იაკობი საუბრობს, არ შემდგარა.

 

როგორც მან აღნიშნა, წარმოუდგენელია ვინმემ პატრიარქის გადაყენება-არ გადაყენების საკითხი განიხილოს.

 

უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს არა მარტო მე, მთელი ჩემი გუნდი და ვფიქრობ, საქართველო. ვერ წარმომიდგენია, საერთოდ ვინმემ განიხილოს პატრიარქის გადაყენება-არ გადაყენების თემა.

 

ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ, არ ვიცი. არ ვყოფილვარ მსგავს შეხვედრაზე და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ? გამოძიებაზე პროკურორმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არ აპირებს გამოძიების დაწყებას. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს, დანაშაული არის, თუ არა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 

​ცნობისათვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვდნენ და ამ საკითხზე შეხვედრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრას ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი