logo_geo
კახეთში სოფელ მირზაანის გამგებლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
- +

2 ნოემბერი. 2019. 00:03

 

კახეთში, 31 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაჭრილი სოფელ მირზაანის გამგებლის აკაკი თარაშვილის შვილია. შემთხვევა სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. კობა თარაშვილს რამდენიმე პირთან კონფლიქტი ქვემო ბოდბეში გუშინ მოუხდა. დაჭრის ფაქტი კი დღეს მოხდა.

 

დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

 

„დაჭრილი ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს“, - განაცხადეს კლინიკაში.

 

„ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და უწყებიდან მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაციას ელოდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი