logo_geo
წყალტუბოში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
- +

2 ნოემბერი. 2019. 23:04

 

 

წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი