logo_geo
პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებას არ ჩქარობს: მომეცით უფლება დავფიქრდე!
- +

5 ნოემბერი. 2019. 02:01

 


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ ჩქარობს და ჟურნალისტებს მიმართავს: - მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება,  სინოდმა თავისი თქვა.-

 

 პრეზიდენტის განმარტებით, მიზეზი, თუ რატომ არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, მდგომარეობს იმაში, რომ საკითხი ქვეყნის მოსახლეობისთვის სენსიტიურია.

 

მამალაძის შეწყალების საკითხზე უკვე ვთქვი, რომ ეს, მთელი საქართველოსთვის ძალიან სენსიტიური საკითხია, ყველას აქვს თავისი წარმოდგენა - უნდა შევიწყალო, თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ახლა, ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. არ არის მიღებული გადაწყვეტილება, როცა იქნება დამერწმუნეთ, თქვენც გეტყვით და საზოგადოებასაც მოვახსენებ“,-განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

 

აღსანიშნავია, რომ წმინდა სინოდმა ბოლოს სხდომაზე  დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან შუამდგომლობა მიიღო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა. 

 

 

big_banner
არქივი