logo_geo
ყვარელში ავარიისას გარდაცვლილები 17, 21 და 22 წლის ახალგაზრდები არიან
- +

5 ნოემბერი. 2019. 18:06

 

ყვარლის გზაზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდები სოფელ შილდიდან იყვნენ. ისინი „მერსედესის“ მარკის მანქანით ყვარლის მიმართულებით მოძრაობდნენ.

 

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილები 17, 21 და 22 წლის ახალგაზრდები არიან.

 

რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაშავებულს, რომელიც მანქანას მართავდა, ის 19 წლისაა.

 

„ძალიან სწრაფად დადიოდნენ. უბედურება მოხდა“, - აცხადებენ გარდაცვლილების ახლობლები.

 

 

 

 

big_banner
არქივი