logo_geo
ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ აქციაზე ერთი პირი დააკავეს
- +

9 ნოემბერი. 2019. 20:50

 

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაკავებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაყურებელს, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე დასასწრებად მივიდა.

 

დაკავებამ აქციის მონაწილეთა შორის უკმაყოფილება გამოიწვია, მათ ახსნა-განმარტება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მოითხოვეს.

 

კონსტანტინე ანანიაშვილმა აქციის მონაწილეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.

 

კინოთეატრთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. კინოსეანსი 22:00 საათზე იწყება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი