logo_geo
თბილისის ზღვაზე, სავარაუდოდ, მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- +

12 ნოემბერი. 2019. 17:39

 

თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი