logo_geo
ემზარ კვიციანის ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის მეგობარია, თავად ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ
- +

12 ნოემბერი. 2019. 17:40

 

პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე მოკლული 36 წლის მამაკაცი მისი ძმისშვილის მეგობარია.

 

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ბექა კვიციანმა ნახა. ემზარ კვიციანის თქმით, ოჯახს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მის ძმისშვილს, ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ.

 

„არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგული იყო, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ, ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა“, - აცხადებს ემზარ კვიციანი.

 

ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

 

 

 

big_banner
არქივი