logo_geo
პარლამენტთან გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი დააკავეს
- +

18 ნოემბერი. 2019. 18:40

 

 

პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები - გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ასევე „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე დააკავეს.

 

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ დრომდე ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

 

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე აქცია სპეცრაზმმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით დაშალა. რუსთაველის გამზირი გაწმენდილია კარვებისგან. სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რამდენჯერმე წყლის ჭავლი გამოიყენა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი