logo_geo
იტალიაში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- +

19 ნოემბერი. 2019. 14:12

 

იტალიაში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს.

 

როგორც იტალიური მედია იუწყება, 48 წლის ს.ჯ. ნეაპოლში აიყვანეს. მასზე ძებნა ესპანეთს ჰქონდა გამოცხადებული. დაკავებულს კრიმინალური სამყაროს წევრობა, ქურდობა და ფულის გათეთრება ედება ბრალად, ასევე ეჭვმიტანილია ტერორისტებთან კავშირში.

 

მედიის ცნობით, პოლიციამ ქართველი მამაკაცი მისი თანამზრახველის ბინაში აიყვანეს. ამჟამად ის ციხეშია გადაყვანილი. დაკავებულის ექსტრადირება შესაძლოა, ესპანეთში მოხდეს.

 

 

big_banner
არქივი