logo_geo
სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს 2000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- +

26 ნოემბერი. 2019. 17:48

 

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გუშინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბესიკ გაზდელიანის პროცესი გაიმართა. ის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.

 

შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, იკავებდა სავალ ნაწილს და ხელს უშლიდა მოქალაქეთა გადაადგილებას. მისივე თქმით, ბესიკ გაზდელიანი ყვიროდა და იყო აგრესიული.

 

დაკავებულის ადვოკატი შსს-ს წარმომადგენლის განმარტებას არ ეთანხმება. მისი თქმით, პოლიციელის მოწოდება იყო უკანონო, რადგან ბესიკ გაზდელიანის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

ადმინისტრაციული სახდელის სახით შსს-მ ჯარიმა მოითხოვა, დაკავებული პირის ადვოკატი კი, სამართალწარმოების შეწყვეტას, უკიდურეს შემთხვევაში კი, სიტყვიერ გაფრთხილებას მოითხოვდა.

 

ბესიკ გაზდელიანი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის დააკავეს.

 

 

big_banner
არქივი