logo_geo
თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას დებატებში იწვევს: რაც დაინიშნა სულ 3-ჯერ შევიდა ციხეში
- +

11 დეკემბერი. 2019. 00:11

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ რაც ომბუდსმენის თანამდებობაზე დაინიშნა თითქმის არ ხვდება პატიმრებს, გარდა ე.წ ცნობილი პატიმრებისა.

როგორც თეა სულუკიანი აცხადებს, სახახლო დამცველი რიგითი პატიმრების დამცველიც უნდა იყოს და ნინო ლომჯარიას სთავაზობს, მასთან ერთად მოიაროს ციხეები და ადგილზე გაეცნოს პატიმრების საჭიროებებსა და პრობლემებს.

„რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა, 3-4 ჯერ არის დაწესებულებაში ნამყოფი და შეხვდა ე.წ ცნობილ პატიმრებს. არადა სახალხო დამცველი რიგითი პატიმრების სახალხო დამცველიც არის. წამობრძანდეს ჩემთან ერთად ე. წ ზონებში, თუ ეს არის მისი ინტერესის საგანი, ჩამოართვას ხელი პატიმრებს, ჩემთან ერთად და მათთან ერთად ვისაუბროთ და გადავჭრათ თუკი რაიმე პრობლემა არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი არასწორს უწოდებს ნინო ლომჯარიას მიერ გამოთქმულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ციხე კრიმინალური ავტორიტეტების მიერ იმართება.

 

როგორც იუსტიციის მინისტრი განმარტავს, ციხეებს დღეს, სახელმწიფო მართავს და პატიმრების უფლებებზეც სახელმწიფო ზრუნავს.

დღეს, ციხეებს მართავს სახელმწიფო. ის სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრების უფლებებზე. დარწმუნებული ვარ, ნინო ლომჯარიამ ეს ჩემსავით კარგად იცის, რადგან ის ბევრ საქმეში ჩვენი პარტნიორი ყოფილა“, - აცხადებს თეა წულუკიანი და ნინო ლომჯარიას დებატებში იწვევს.

„შემიძლია, შევთავაზო მუშაობის სხვა მოდელი. მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ კონკრეტულ თემაზე დებატი და განვიხილოთ, რა არის პრობლემა. ეს არის ლეგენდა, საბჭოთა დროის გადმონაშთი, რომელზე საუბარს თვითონვე ერიდება და რატომ ერიდება არ ვიცი. მე, ჩემი მხრიდან ღიად ვაცხადებ, რომ არანაირი „კანონიერი ქურდის“ მმართველობა არცერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი