logo_geo
რუსთავში, შენობების ფასადზე სამუშაოს შესრულებისას სიმაღლიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება
- +

11 დეკემბერი. 2019. 16:03

 

რუსთავში, კოსტავას გამზირზე მიმდინარე სამუშაოებისას სიმაღლიდან გადმოვარდნილი ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დაშავებულებიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მეორე კი საავადმყოფოში შეყვანისას უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

 

„ჩაუტარდა კვლევები, თავის ტვინის ტომოგრაფია, ამ ეტაპზე გამოირიცხა შინაგანი ორგანოების დაზიანება, თუმცა, გამოკვლევები და დაკვირვება გრძელდება. მას დამატებითი კვლევები ჩაუტარდება შინაგანი ორგანოების დაზიანების საბოლოოდ გამორიცხვის მიზნით. მეორე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, იქაც არის მცირე დაზიანებები, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით გოგოძემ.

 

კოსტავას გამზირზე შენობების ფასადზე სამუშაოებს შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსის“ ქვეკონტრაქტორი შპს „მარკიზი“ ასრულებდა.

 

 

 

big_banner
არქივი