logo_geo
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 16 პირია დაკავებული
- +

12 დეკემბერი. 2019. 13:01

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ამ დროისთვის 16 პირია დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ყველანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.

 

დაკავებულებს შორის არიან, „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.

 

პარლამენტის შესასვლელებთან ამ დრომდე იმყოფებიან აქციის მონაწილეები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი