logo_geo
„მწვანე სკოლის“ საქმესთან დაკავშირებით გამომძიებელს და კიდევ ერთ პირს შეუჩერდა უფლებამოსილება
- +

16 დეკემბერი. 2019. 23:09

 

 

თბილისის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს.

 

big_banner
არქივი