logo_geo
თბილისში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
- +

18 დეკემბერი. 2019. 16:25

 

 

თბილისში, მეველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი, 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ექსპერტიზა და დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი