თბილისში, მეველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი, 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ექსპერტიზა და დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.