logo_geo
პატარაობიდანვე დაიტანჯა ეს ბიჭი: რას ყვებიან ცოტნე გამსახურდიას მეზობლები თავდასხმის ფაქტზე
- +

21 დეკემბერი. 2019. 00:23

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია, რომელიც ვერაზე, მის სახლთან ახლოს დაჭრეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავტოფარეხთან, სადაც ცოტნე გამსახურდია დაჭრეს, კამერებია დამონტაჟებული. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია, სამართალდამცავებმა პირების იდენტიფიცირება მოახდინონ.

როგორც მეზობლები აცხადებენ, თავდამსხმელები არ დაუნახავთ. თავად ცოტნე გამსახურდია კი, დაახლოებით 18:00 საათზე ეზოში ნახეს. დანაშაული დაახლოებით 20:00 საათამდე მოხდა. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ცოტნე გამსახურდია მის სახლთან ახლოს, ავტოფარეხთან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

დაახლოებით 18:00 საათი იყო, როდესაც ცოტნე ვნახე. ჩვეულებისამებრ მივესალმე და წავედი. ცოტნე ფიზიკურად კარგ ფორმაშია. ვარჯიშობს. 3-4 კაცი ვერ მოერეოდა. მისი ცემა არ იყო ადვილი. სავარაუდოდ ჯერ თავში ჩაარტყეს. სხვა შემთხვევაში თავდამსხმელებს მოიგერიებდა. კარგი ბიჭია უბნისთვისაც და მეზობლებისთვისაც“, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.  

მათივე ვარაუდით, დაზარალებულის მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, თავდამსხმელებს ცოტნე გამსახურდიას მოკვლა ჰქონდათ განზრახული. 

"მოსაკლავად გაიმეტეს. დაზიანებები აქვს თავის, კისრის, გულ-მკერდისა და ფილტვების არეში. პატარაობიდანვე დაიტანჯა ეს ბიჭი. როგორ ამოძირკვეს ზვიადის ოჯახი,“ – გვითხრა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის მეზობელმა.  

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ტ.ღ.

შემთხვევა თბილისში, გალის ქუჩაზე 19 დეკემბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო. ცოტნე გამსახურდიას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

წყარო: "მედიაცენტრი მთავარი"
მარიამ გელაშვილი

 

big_banner
არქივი