logo_geo
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე მისი ბავშვობის მეგობარია დაკავებული
- +

21 დეკემბერი. 2019. 18:44

 

„ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მისი ბავშვობის მეგობარი პეტრე ყუფარაძეა დაკავებული“, - ამის შესახებ ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა.

 

ის ყუფარაძის ინტერესებს იცავს და სამმართველოში მასთან შესახვედრად მივიდა. ადვოკატის ინფორმაციით, 5-დან 3 ადამიანი სარფის საზღვართან დააკავეს. მათ შორის არის მძღოლი, რომელსაც მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული და კიდევ ერთი პირი მიჰყავდა საზღვრისკენ.

 

რაც შეეხება თავად ყუფარაძეს, ადვოკატის თქმით, სასწრაფო დახმარების და პოლიციის მისვლისას ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ცოტნე გამსახურდიასთან ერთად, სასწრაფოს ავტომობილით საავადმყოფოში წავიდა.

 

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. ოჯახის წევრებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 20 დეკემბერს შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი