logo_geo
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გიორგი სოლოღაშვილი: მე დავარტყი დანა, ყველა უდანაშაულოა
- +

22 დეკემბერი. 2019. 18:10

 

„მე დავარტყი დანა, ყველა უდანაშაულოა“, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საკუთარი ვინაობის წარდგენის შემდეგ აღნიშნა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა მან დაარტყა. თუმცა, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სოლოღაშვილს განუმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მას საუბარი მოგვიანებით შეეძლება.

 

აღსანიშნავია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარის განმარტებით, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

 

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება. დაკავებულ პირებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა. ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი