logo_geo
ტრაილერის შეჯახების შედეგად, ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა
- +

23 დეკემბერი. 2019. 16:36

 

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთი ბავშვია დაღუპულთა შორისაც

 

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

 

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

 

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი, ერთი ქალი და 1 არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1 ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა ქობულეთის საავადმყოფოში. დაშავებული ბავშვი მოქალაქემ გადაიყვანა საავადმყოფოში“, - განაცხადა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი