logo_geo
ნიკა გვარამია და ბექა ბასილაია მოსამართლემ პროცესიდან გააძევა
- +

3 იანვარი. 2020. 16:58

 

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, ნიკა გვარამიამ და ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინეს.

 

ხმაური სასამართლო სხდომების თარიღის განსაზღვრას მოჰყვა. დაცვის მხარისთვის მოსამართლის მიერ გაწერილი სამუშაო განრიგი მიუღებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათივე თქმით, იმ დღეებში, რომელ დღეებშიც მოსამართლემ სხდომები ჩანიშნა, ისინი სასამართლოში გამოცხადებას ვერ შეძლებენ.

 

 

 

big_banner
არქივი