logo_geo
„დედების ფონდმა“ 150 000 ლარიანი დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო
- +

10 იანვარი. 2020. 22:30

 

„დედების ფონდმა“ 150 ათას ლარიანი სასამართლო დავა მესამე ინსტანციის სასამართლოშიც მოიგო. ამასთან დაკავშირებით ფონდი სოციალურ ქსელში მადლობის წერილს აქვეყნებს.

 

"სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას"

ზაალიშვილების ოჯახს დაეკისრათ თანხის უკან დაბრუნება. თანხის, რომელიც მათ არ ეკუთვნით.

 

„დედების ფონდმა“ პროცესი უზენაეს სასამართლოშიც მოიგო.

ჩვენო გულშემატკივრებო, ვინც იცით რამხელა გზა გავიარეთ ამ მიზნამდე, ეს პოსტი თქვენთვისაა...

 

დიდი გამარჯვების შესახებ გვინდა მოგიყვეთ, წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლის შედეგი...

დღეს უკვე უზენაესმა სასამართლომაც დააკმაყოფილა დედების ფონდის საჩივარი და სიმართლის მხარეს დადგა.

 

დაახლოებით 4 წლის წინ, როცა ფონდი ახალი შექმნილი იყო, ერთ-ერთმა ოჯახმა მოგვმართა დახმარების თხოვნით, რომლის შვილსაც, ანასტასია ზაალიშვილს, მე 4 სტადია ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

საქართველოში ოჯახს უთხრეს რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა, თუმცა მშობლებს ბავშვის გადაყვანა სურდათ თურქეთში სამკურნალოდ...მაგრამ მათ არაფერი გააჩნდათ ამისთვის...

 

სწორედ მაშინ, დედების ფონდმა, ასი ათასობით დედასთან ერთად მთელი საქართველო გავაერთიანეთ, ანასტასიას ამბით მთელი ქვეყანა შევძარით და ეს ტკივილი ყველა ადამიანის გულამდე მივიტანეთ... ამ შრომის შედეგად, რამდენიმე დღეში 150 000 ლარამდე თანხის შეგროვება შევძელით...

 

ვინაიდან ბავშვი შუა ღამეს გადააფრინეს სპეცრეისით, დედების ფონდს 1 წამითაც არ დაუყოვნებია ოჯახისთვის თანხის მიცემა, ჩვენი ინტერესი იყო რომ ბავშვი არ დაზარალებულიყო, ვინაიდან კლინიკას შესაძლოა თანხის უქმონლობის გამო ბავშვი არ მიეღო ან ა.შ, სწორედ ამიტომ იმ ღამესმე გადავრიცხეთ თანხა ოჯახის ანგარიშზე. (არ დავლოდებივართ ინვოისს, ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას, ისევ და ისევ ბავშვის ინტერესები გამო)

 

სამწუხაროდ, ანასტასია ზაალიშვილი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და მის მკურნალობას თანხა ვერ მოხმარდა. ბავშვის გადმოსვენების და კლინიკაში ყოფნის რამდენიმე დღიანი ხარჯი სრულად დაფარა ჯანდაცვის სამინისტრომ და სოლიდარობის ფონდმა, რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენს მიერ გადარიცხული თანხა ხელუხლებელი დარჩა..

 

ამ ამბის შემდეგ, დარმწუნებული ვიყავით რომ ოჯახი კეთილსინდისიერად მოიქცეოდა და ამ თანხას სხვა ბავშვების გამოჯანმრთელებას შესწირავდა, თუმცა ყველა კეთილსინდისიერად არ იქცევა და ზაალიშვილების ოჯახმა თანხა დაიტოვა...

 

როცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, გადავწყვიტეთ ბოლომდე გვებრძოლა სამართლიანობისთვის, რადგან სიმწრით შეკოწიწებული 150 000 ლარით დღეს ძალიან ბევრი ბავშვის გადარჩენა შეგვეძლო...

 

დავა მივიდა სასამართლომდე და დედების ფონდმა პირველ ინსტაციაში მოიგო საქმე, ზაალიშვილების ოჯახს დაეკისრათ თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომაც დააკმაყოფილა დედების ფონდის საჩივარი და ზაალიშვილებს დააკისრა თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრეს.

 

დღეს კი დადგა გადამწყვეტი დღე!!! სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ოჯახს კვლავ დააკისრა თანხის უკან დაბრუნება! სასამართლო თვლის რომ ოჯახმა თანხა არამიზნობრივად გახარჯა, რადგან არანაირი საბუთი არ გააჩნიათ სად დაიხარჯა ამხელა თანხა. სასამართლოს გადაწყვეტილებით უპირატესობა ენიჭებათ იმ ბავშვებს, ვინც დღეს სიცოცხლისთვის იბრძვის და ეს თანხა უნდა მოხმარდეს ამ ბავშვების გამოჯანმრთელებას!

 

ზაალიშვილების ოჯახი თვლის რომ თანხა საჩუქრად უნდა ჩაეთვალოთ, რომ ეს თანხა დაიხარჯა ბავშვის სასაფლაოს მოპირკეთება, ქელეხი, ორმოცის ხარჯებში, თუმცა გადარიცხვისას გარკვევით იყო მითითებული რომ თანხა იყო ბავშვის სამკურანალოდ გადარიცხული!!!

 

გვინდა მადლობა გადავუხადოთ სასამართლოს ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის, მივხვდით რომ ჩვენს შრომასა და მონდომებას ტყუილად არ ჩაუვლია, რომ არ ბნელა, რომ ჩვენი სიკეთე ფასდება, რომ ათასობით ბავშვი შემოგვყურებს იმედით და ეს თანხა მათ ძალიან გამოადგებათ <3

 

მადლობა ჩვენს შემომწირველებს, ვინც გვენდობით და იცით რამხელა საქმეს ვაკეთებთ ერთად...

 

მუდამ თქვენი ერთგული დედების ფონდი

 

 

 

big_banner
არქივი