logo_geo
ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- +

17 იანვარი. 2020. 18:57

 

 

„გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს და პარტიის წევრ იმედა კლდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000-2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

 

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლემ მხოლოდ პოლიციის ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება.

 

ჯაფარიძის თქმით, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

 

ზურაბ ჯაფარიძე 2019 წლის 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, სხვა პირებთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავეს და იმავე დღეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

 

big_banner
არქივი