logo_geo
ირაკლი ბათიაშვილი: „იბერიას“ ლიცენზიის დათმობა მნიშვნელოვანი იყო პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის!
- +

7 მარტი. 2017. 21:20



თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას" ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევისა და დახურვის საქმის განხილვისას, ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ „იბერიას" ლიცენზიის დათმობა მნიშვნელოვანი იყო პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის".


„ყველაფერ ამას ბევრი მიზანი ჰქონდა. ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ხელისუფლებას უნდოდა, საზოგადოება დაეშინებინა. საერთოდ, ეს პირველი იერიში იყო დამოუკიდებელ მედიასა და ბიზნესზე" ,- აღნიშნა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ირაკლი ბათიაშვილმა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი ცდილობდნენ, რომ ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების საკონტროლო პაკეტი. სწორედ ამ მიზნით, ბათიაშვილის თქმით, ზაზა ოქუაშვილთან რამდენჯერმე ბადრი პატარკაციშვილი მივიდა. ამავე კონტექტსში, ბათიაშვილმა ქიბარ ხალვაშიც ახსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ორი ადამიანი აწარმოებდა მოლაპარაკებას და ეუბნებოდა ზაზა ოქუაშილს, რომ „ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების წილები დაეთმო.


„თავიდან ლაპარაკი 51 პროცენტზე იყო, თუმცა შემდეგ პროცენტები გაიზარდა და საბოლოო ჯამში, 60-65 პროცენტს ითხოვდნენ. ამ წილის უმეტესობა თავად სააკაშვილზე უნდა გადაფორმებულიყო, რაზეც ზაზა ოქუაშვილმა უარი განაცხადა. სწორედ ამის გამო მოხდა ტელეკომპანია „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფში" სპეცრაზმის შეჭრა," - აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.




 

big_banner
არქივი