მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „კარწახში“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება – ვერცხლისწყალი (106,58 გრამი) გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.