logo_geo
უცხო ქვეყნის მოქალაქეს თბილისის აეროპორტში 8,1 კგ მარიხუნა აღმოუჩინეს
- +

22 იანვარი. 2020. 11:19

 

სამართალდამცველებმა „თბილისის აეროპორტში“  უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 8,1 კილოგრამი „მარიხუანა“  აღმოუჩინეს.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რისკის საფუძველზე, აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ანმარიხუანასუკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული.. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით და 262- მუხლის მეოთხე ნაწილისქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

 

big_banner
არქივი