logo_geo
გელა ნიკოლაიშვილი: სააკშვილის დროს პატიმარი იყო ტყვე, ის ადამიანი არ იყო, სასტიკად ეპყრობოდნენ
- +

22 იანვარი. 2020. 13:21

 

ადვოკატი გელა ნიკოლიშვილი, პენიტენციურ დაწესებულებებში 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს.

 

მისი თქმით, შევარდნაძის და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ციხეებს კრიმინალები მართავდნენ, რომლებიც პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდნენ.

 

პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ვითარება უნდა შევაფასოთ იმით, თუ რა გვქონდა და რა გვაქვს. შევარდნაძის დროს ციხეს კრიმინალი მართავდა, სააკშვილის დროს კი ადმინისტრაცია საშინელი მეთოდით უსწორდებოდა პატიმარს. პატიმარი იყო ტყვე, ის ადამიანი არ იყო, სასტიკად ეპყრობოდნენ, – განაცხადა უფლებადამცველმა გელა ნიკოლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

 

ადვოკატი მიიჩნევს, რომ დღეს პენიტენციურ დაწესებულებების მართვის სისტემა დაბალანსებულია, სადაც დაცული კანონი.

 

ყველაფერი შედარებითია. დღეს მოვედით იმ სისტემამდე, სადაც აშკარაა მცდელობა, სისტემა იყოს დაბალანსებული, დაცული იყოს კანონი და ადმინისტრაციასაც აქვს უფლება-მოვალეობები, – განაცხადა ადვოკატმა

 

 

 

big_banner
არქივი