logo_geo
თეა წულუკიანი: ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, ციხიდან 2600 პატიმარი გაიყვანოს, გაარემონტოს და უკან შემოიყვანოს
- +

22 იანვარი. 2020. 14:45

 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გლდანის მე-8  დაწესებულებაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია. მინისტრმა აღნიშნა, რომ გლდანის საპყრობილეში 2600 პატიმარია და ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება, რომ მე-8 დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, პატიმრები სხვა ციხეში გადაიყვანონ.

 

მე-8 დაწესებულება  დიდი ინფრასტრუქტურაა. ეს დაწესებულება ძალიან ცუდი სამართავია, იმიტომ ,რომ თავად ინფრასტრუქტურაა არასწორად მოწყობილი. ეს არაა ჩემი ბრალი.

 

გლდანის დაწესებულებაში ზოგიერთი ადგილი გარემონტებულია, ზოგი გაურემონტებელი.

 

დღეს გლდანში არის 2600 პატიმარი. ანუ იმდენი პატიმარი, რამდენიც მთლიანად ლატვიაში. ეს არის კრიტიკულად დიდი ინფრასტრუქტურა, თან დახურული ციხეა. რაკი სხვა ინფრასტრუქტურა არ დამხვდა, როდესაც ეს სისტემა შევიერთე, ამ პატიმრებს სახლში ხომ ვერ წავიყვან.

 

თუ პატიმარი საკანშია, იმ საკანს ვერ გაარემონტებ. დახურული ციხეა და კარგი იქნება, ჰქონდეს ქვეყანას იმის ფუფუნება, რომ 2600 პატიმარი გაიყვანოს, გაარემონტოს და უკან შემოიყვანოს. ამის ფუფუნება დღეს ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

big_banner
არქივი