logo_geo
თეა წულუკიანი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პატიმრის და თანამშრომლის უფლებები თანაბრად იყოს დაცული
- +

23 იანვარი. 2020. 13:52

 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით,  პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე ადამიანების უფლებები ხშირად ირღვევა.

 

როგორც „POSTV“-ის ეთერში თეა წულუკიანმა აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ციხეებში მომუშავე ადამიანების უფლებები დაცული იყოს.

 

„არაერთი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს უთქვამს - „ბოლოს და ბოლოს დაგვიცავით, მოგვაქციეთ ყურადღება, ციხე ხომ არაა მარტო პატიმრის უფლებები“. ჩემთვის ეს ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო, როდესაც თანამშრომლებმა, როგორც ხელმძღვანელს მისაყვედურეს. არ დავმალავ და ვიტყვი, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებს შევხვდი და დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ნაბიჯ-ნაბიჯ გავასწორო სასწორი და პატიმრის, თანამშრომლის უფლებები  თანაბრად იყოს დაცული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

big_banner
არქივი