logo_geo
თბილისში ყალბი 50-დოლარიანი კუპიურების გასაღებისთვის პირი დააკავეს
- +

24 იანვარი. 2020. 11:29

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში გაასაღა აშშ-ის ყალბი 50-დოლარიანი კუპიურები. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 16 550 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212- მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით,- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი