logo_geo
გუგეშაშვილების საქმეზე ბრალდებული: დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს, ვიმედოვნებ, ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებენ
- +

26 იანვარი. 2020. 13:06

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ბრალდებულმა ზაზა მურჯიკნელმა დუმილის უფლება დაარღვია და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

 

ბრალდებული იმედოვნებს, რომ გამოძიება "ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებს".

 

"არსებულ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს. გამოძიება არის შეცდომაში შესული და ვიმედოვნებ, რომ ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებენ და მე გამიშვებენ", - განაცხადა ზაზა მურჯიკნელმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი