logo_geo
„მწვანე სკოლა“ 500 ლარით დაჯარიმდა
- +

28 იანვარი. 2020. 17:36

 

პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „მწვანე სკოლა“ 500 ლარით დააჯარიმა.

 

სკოლის დირექტორის კახა დავითურის ინფორმაციით, დაჯარიმების საფუძველი მათი მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების სამართალდამცველებისთვის გადაცემა გახდა.

 

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ დღეს განაცხადა, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას.

 

 

 

 

big_banner
არქივი