logo_geo
შშმ ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს
- +

28 იანვარი. 2020. 18:29

 

შშმ ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 65 წლამდე კაცს ბრალი ზუგდიდის პოლიციაში წაუყენეს. სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

 

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 26 იანვარს, 1955 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

 

სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 ადამიანი.

 

 

 

big_banner
არქივი