logo_geo
კობა კობალაძე: თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს
- +

29 იანვარი. 2020. 11:55

 

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის კობა კობალაძის განცხადებით, თემირალ მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ოპოზიციამაც იცის.

 

მადლობა უნდა ვუთხრათ შესაბამის სტრუქტურებს, რომლებმაც ჩანასახშივე აღკვეთეს ეს თემა, და მივუსამძიმროთ იმ სპეცრაზმელთა ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის სიმშვიდეს. რა თქმა უნდა, მეც ვარ მამა, ხუთი შვილი მეზრდება, მათ შორის ოთხი ბიჭი, და ადამიანურად მესმის და ვუსამძიმრებ შვილმკვდარ მამას, მაგრამ არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერორიზმს კი არ აქვს საზღვრები.  რაც ოპოზიციამ სტრასბურგში გაასაჩივრა, იქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტული ორგანიზაციის მონაწილე ან ხელშემწყობი იყო. გასაჩივრებულია ის, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ამ პირებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს. ეშმაკსაც სულით მიეყიდებიან, ოღონდ მათი მიზანი იყოს ხორცშესხმული, - განაცხადა კობა კობალაძემ გადაცემა „არენაში“.

 

big_banner
არქივი