logo_geo
„დაკავებულებიდან არცერთს არ ვიცნობთ“ - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები მათი მკვლელობის მომზადების საქმეზე
- +

30 იანვარი. 2020. 15:13

 

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები მათი მკვლელობის მომზადების საქმეზე, რომელიც სუს-მა აღკვეთა, „ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებენ.

 

როგორც დავით ფეიქრიშვილმა განაცხადა, დაკავებული 7 პირიდან არავის იცნობენ, მკვლელობის მომზადების ფაქტს კი „ვერაფერს უკავშირებენ“.

 

ფეიქრიშვილის განმარტებით, მათი მკვლელობის მომზადების შესახებ გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიგეს და ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მანამდე არ ჰქონიათ.

 

„დაკავებულებიდან არცერთს არ ვიცნობთ, მათ შესახებ გუშინ გავიგეთ. კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან დამიკავშირდნენ, სადაც ძმასთან და ადვოკატთან ერთად მივედი. მითხრეს, რომ ჩემი და ჩემი ძმის მკვლელობა მზადდებოდა შეკვეთით. ასევე მითხრეს, რომ დაკავებული იყვნენ კონკრეტული პიროვნებები, რომელთაც არ ვიცნობთ. აქედან გამომდინარე ამ ფაქტს ვერაფერს ვუკავშირებ“, - აცხადებს დავით ფეიქრიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. როგორც დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი