logo_geo
შს მინისტრმა დავითგარეჯთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე მესაზღვრეები დააჯილდოვა
- +

30 იანვარი. 2020. 17:40

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვა. ვახტანგ გომელაური იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც 14 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, შეიარაღებული პირის განიარაღების და დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

 

მინისტრმა მათ პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„დავითგარეჯის მიმართულებით რა ინციდენტიც მოხდა, ამ ინციდენტიდან გამომდინარე დავაჯილდოვე დღეს ჩვენი მესაზღვრეები, რომლებმაც გმირობა და მამაცობა ჩაიდინეს. იყო პიროვნება ასევე, რომელიც იყო შეიარაღებული ხელყუმბარით, რომელიც ჰქონდა მოყვანილი მზადყოფნაში, ასევე ჰქონდა პისტოლეტი, ისიც მზადყოფნაში და რამდენიმე გასროლაც კი გააკეთა.

 

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებით, მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ეს ადამიანი გაანეიტრალეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

big_banner
არქივი