logo_geo
სოსო გოგაშვილი: პანკისის სპეცოპერაციისას მსოფლიო დონის ტერორისტების ლიკვიდაცია მოხდა
- +

31 იანვარი. 2020. 13:08

 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს.

 

როგორც სოსო გოგაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, სპეცოპერაცია ერთ თვის განმავლობაში იგეგმებოდა.

 

კითხვაზე, თუ სპეცოპერაციისას რატომ არ გაიცა ბრძანება წერილობით, სოსო გოგაშვილმა აღნიშნა, რომ დავალების გაცემა ვერბალურადაც შეიძლება და ამაში კანონის საწინააღმდეგო არაფერია.

 

 

„როგორ შეიძლებოდა, სპეცოპერაცია ყოფილიყო მოუმზადებელი, როდესაც ერთი თვის განმავლობაში ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად, ჩვენი სამსახური, საგამოძიებო ჯგუფი, 24 საათის განმავლობაში მუშაობდა მტკიცებულებების შეკრებაზე. მტკიცებულებების ერთობლიობის შეკრების შემდეგ, პროკურატურის მეთვალყურეობით დაიგეგმა ეს ყველაფერი. ჩვენ ამას არ ვაკეთებდით  ჩვენი ინიციატივებით, სპონტანურად.  ეს სწორად და ზუსტად გაწერილი გეგმა იყო.  თუ როგორ იგეგმებოდა სპეცოპერაცია, ამის ტომები არსებობს. ეს არაა ზეპირად გაკეთებული საქმე. აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებული იყო კანონის მიხედვით.

 

კითხვები გაისმა,  დავალება წერილობით რატომ არ გაეცითო.  დავალება შეიძლება წერილობითაც იყოს გაცემული და ვერბალურადაც.  რაც შეეხება სპეცოპერაციას, მსოფლიო დონის ტერორისტების ლიკვიდაცია მოხდა, ამიტომ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს ესე. ჩვენ ძალიან გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები  და ამ შემთხვევაშიც მათი დახმარებით გავაკეთეთ ყველაფერი. მუდმივი კომუნიკაცია იყო ჩემთან, გამომძიებლებთან“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

სოსო გოგაშვილის განმარტებით, სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაგეგმა.

 

 

 

big_banner
არქივი