logo_geo
პროკურორი: საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანის შეკვეთითაა დამზადებული
- +

31 იანვარი. 2020. 13:58

 

 

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა .. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა გიორგი კავსაძემ განუცხადა.

 

მისი განმარტებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა, რაც საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება.

 

გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში. მოგეხსენებათ, რომ უკრაინელი და ქართველი სამართალდამცავების მჭიდრო მუშაობის შედეგად იქნა ეს დანაშაული გამოვლენილი. პირდაპირ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი შემკვეთი უკრაინაში დაკავებულია, ის უკრაინის მოქალაქეა. ვატო ყიფიანს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ საქმის მასალებით, რაც აქ გვაქვს, ასაფეთებელი მოწყობილობა, რომელიც ჩვენ მიერ გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა, სწორედ მისი შეკვეთით არის დამზადებული, - აცხადებს კავსაძე.

 

თუ რა მოტივი ჰქონდათ ძმებ ფეიქრიშვილიების მკვლელობის მომზადების საქმეში შემკვეთებს ან შემსრულებლებს, ამასთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს.

 

რა ინტერესი ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეებს ძმებ ფეიქრიშვილებთან, ვინ იყო შემკვეთი, რა იყო ამის მოტივი, ამაზე გამოძიება გრძელდება, ერთობლივად ვმუშაობთ უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ყველაფერი დადგენილია, თავის დროზე, როცა მტკიცებულებითი სტანდარტი შეიქმნება, ყველას მიმართ, როგორც უკრაინაში მყოფების, ასევე საქართველოში მყოფების მიმართაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, - განაცხადა ყიფიანმა.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, დაიწყება თუ არა ვატო ყიფიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, კავსაძე აცხადებს, რომ საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, სისხლისამართლებრივი დევნა თითოეული მათგანის მიმართ დაიწყება.

big_banner
არქივი