logo_geo
ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საკრებულოს წევრებს ბრალი წარედგინათ
- +

31 იანვარი. 2020. 15:21

 

 

თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალი წარუდგინეს.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების წარდგენა მოხდა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

„ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“, - აღნიშნულია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში.

big_banner
არქივი