ბათუმში, ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარე მირქმის ტაძრის გაქურდვაში, კერძოდ, ტაძრის შესასვლელში მდებარე სასანთლის გატეხვაში, მხილებულია არასრულწლოვანი – ინფორმაციას შს სამინისტრო ადასტურებს.
ამ დროსათვის უცნობია, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა წაიღო არასრულწლოვანმა სასანთლიდან. სავარაუდოდ, საუბარია 50-მდე ლარზე.
ეკლესიის სასანთლე ბათუმში 26 იანვარს გატეხეს. გამოძიება იმავე დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.