logo_geo
ბათუმში, ეკლესიის გაქურდვაში, არასრულწლოვანი ამხილეს
- +

1 თებერვალი. 2020. 14:58

 

ბათუმში, ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარე მირქმის ტაძრის გაქურდვაში, კერძოდ, ტაძრის შესასვლელში მდებარე სასანთლის გატეხვაში, მხილებულია არასრულწლოვანი – ინფორმაციას შს სამინისტრო ადასტურებს.

 

ამ დროსათვის უცნობია, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა წაიღო არასრულწლოვანმა სასანთლიდან. სავარაუდოდ, საუბარია 50-მდე ლარზე.

 

ეკლესიის სასანთლე ბათუმში 26 იანვარს გატეხეს. გამოძიება იმავე დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი